16 ნოემბერი 2024,   07:58
ვრცლად
"ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულად აღიარების შესაძლებლობას" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ლავროვი ამბობს, რომ ვერ ხედავს შესაძლებლობას, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება დემოკრატიულად აღიარონ.

"ზელენსკი იტყუება, როდესაც აცხადებს მზადყოფნას განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. თავად ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა უსაფრთხოებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობა. ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულად აღიარების შესაძლებლობას,"- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან ასევე დაამატა, რომ "არავინ აპირებს უკრაინის ოკუპაციას."

 
დღის ამბები