უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებას ითხოვს - დმიტრო კულება იმ ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ და ამბობს, რომ მათ უნდა აკრძალონ რუსეთი SWIFT-იდან და გააძევონ.
"მივმართავ ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ: თქვენ ყოველწლიურ სამახსოვრო ღონისძიებებზე ამბობთ - "აღარასოდეს", ამის დამტკიცების დრო ახლაა.
რუსეთი აწარმოებს საშინელ აგრესიულ ომს ევროპაში. ახლა გამოიცდება თქვენი "აღარასოდეს": აკრძალეთ რუსეთი SWIFT-იდან და გააძევეთ იგი ყველაფრიდან," - წერს დმიტრო კულება.