25 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
მეგობრებო! დამდეგი ღამე იქნება ძალიან რთული - კიევის მერი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს

"დამდეგი ღამე, გამთენიისას, იქნება ძალიან რთული" - კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

უკრაინის დედაქალაქის მერი მოსახლეობას გამთენიისას მოსალოდნელ საფრთხის შესახებ  აწვდის ინფორმაციას.    

"მეგობრებო! კიევში ვითარება, გადამეტების გარეშე, ძალიან საფრთხის შემცველია. დამდეგი ღამე, გამთენიისას, იქნება ძალიან რთული. რუსული ჯარები თითქმის შემოვიდნენ კიევში. სამხედროები და სამართალდამცავები ქალაქში დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ," - განაცხადა კიევის მერმა.

დღის ამბები