30 აგვისტო 2026,   07:26
ვრცლად
კიევის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში ძლიერი შეტაკებები მიმდინარეობს

ბოლო ნახევარი საათია კიევში აფეთქებების ხმა აღარ ისმის - თუმცა ძლიერი შეტაკებები მიმდინარეობს დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები აცხადებენ, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა დივერსანტებმა უკრაინული ნაციონალური პოლიციის ფორმა გადაიცვეს და უკრაინელი მებრძოლები დახვრიტეს. ამის შემდეგ კი რუსი სამხედროები სატვირთო მანქანებით ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

გვიან ღამით დაიბომბა კიევის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. შეტაკებები იყო კიევში გამარჯვების გამზირზე, სადაც გამარჯვება უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს.

ბოლო ნახევარი საათია აღარ ისმის ინტენსიური სროლის ხმა


დღის ამბები