უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართულ ბიზნესსექტორში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მცირე და საშუალო მეწარმეები მთავრობას გონივრული ქმედებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რუსული ბაზრის დახურვა მათთვის დიდ პრობლემას შექმნის.
ამასთან, ბიზნესმენები ხელისუფლებას ახალი ბაზრების მოძიებისკენ მოუწოდებენ, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება რთულია.
"ღვინის საწარმოს გაყიდვების 70% მოდის ძირითადად რუსეთზე. ჩვენიდან რუსეთში ძირითადად გადის ღვინო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ეგეც რომ არ გავიდეს, ჩათვალეთ რომ ეკონომიკა თავზე ჩამოგვექცევა. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენს გარშემო 2 საწარმო უკვე გაჩერდა," - განაცხადა კომპანია "მილდიანი"-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.