დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსული ძალები ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რაც დაგეგმეს". გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალები ლოჯისტიკური გამოწვევებისა და უკრაინელების მიერ გაწეული ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.
იქვე წერია, რომ რუსეთის მთავრობამ შეზღუდა წვდომა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, რათა უკრაინაში არსებული სიტუაციის დეტალები საკუთარი ხალხისგან დაეფარა.