ესპანეთმა და კანადამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.
ბოლო ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტილი აქვთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს და ნორვეგიას.