ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.
"მცირედი, თუმცა მაინც შანსია" - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს, რომელზეც დღეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო ზარის შემდეგ დათანხმდა.
"მე დიდად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, თუმცა, დაე სცადონ," - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ცდა აუცილებელია, რომ შემდეგ არც ერთ უკრაინელს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ მან როგორც პრეზიდენტმა "არ სცადა ომის შეჩერება, როცა იყო შანსი, თუნდაც მცირე."
უკრაინის მხრიდან დელეგაციას მოლაპარაკებებზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.