19 მაისი 2024,   07:17
ვრცლად
ხარკოვის ბოლო დაბომბვის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, 1 ქალი ადგილზევე გარდაიცვალა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ბოლო დაბომბვის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში მძიმე სხვადასხვა სირთულის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ვინაიდან აფეთქებები ცოტა ხნის წინ დასრულდა, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობაზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვის ადგილობრივ საავადმყოფოში 44 დაშავებული გადაიყვანეს, მათგან 7 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში დასახლებული კვარტლები ააფეთქეს.

დღის ამბები