19 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
უკრაინაში შეტაკებები გრძელდება, დაიბომბა ხარკოვი და სუმი - ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული

რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკება სავარაუდოდ დასრულებულია - ზუსტად სამ საათს გაგრძელდა დახურულ კარს მიღმა დისკუსია. მოახერხეს თუ არა დელეგაციებმა რაიმეზე შეთანხმება, ჯერ უცნობია. მედია კომენტარებს ელოდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ქალაქ გომელისკენაა, რომელიც უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მდებარეობს. პარალელურად უკრაინაში შეტაკებები გრძელდება. დაიბომბა ხარკოვი და სუმი - ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული.

უკრაინის ვიცე-პრემიერი დმიტრო კულება ამბობს, რომ ქვეყანა ევროპიდან და აზიიდან არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ ფინანსურ დახმარებასაც იღებს და მათლობას უხდის მათ.

"ვიღებთ არამხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას ევროპიდან და აზიიდან. ისინი ეძებენ სხვა გზებსაც თუ როგორ დაგვეხმარონ. რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ. ეს არის მშვიდობიანი სამყაროსთვის კატასტროფა. ეს არის მშვიდობისთვის თავდასხმა. ამისთვის კი ნებისმიერი გზით ფასი უნდა გადავახდევინოთ რუსეთს. ისინი ბკმბავენ საბავშვო ბაღებს, კლინიკებს ყველაფერს. რუსეთის არმიას ერთი მისია აქვს. ესაა უკრაინაში ყველაფრის განადგურება. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ მათ შესაჩერებლად. ბევრი ქვეყანა გვეხმარება და იღებს სამშობლოდან რაკეტებს გაქცეულ ქალებსა და ბავშვებს. მადლიერები ვართ ამისთვის. შეაჩერეთ ომი და შეაჩერეთ პუტინი," - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი დმიტრო კულება.

უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას და უკრაინელებს და თანხები უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩარიცხონ.

"კიევის მოქალაქეებმა კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ღამე გაიარეს. ჩემს ქალაქში მილიონობით ადამიანს არ სძინავს, ისინი ყველანაირად ცდილობენ შეაჩერონ რუსული აგრესია ჩვენი სახლების კარებთან და გააჩერონ ისინი, რათა თქვენს სახლებსა და კარებზეც არ დააკაკუნონ. უპირველესყოვლისა ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი და მისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, ჩვენ გვკლავენ, გვესვრიან რაკეტებს, გვანადგურებენ; ქალები, ბავშვები, მოხუცები ჯოჯოხეთს გადიან. ახლა სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება. საჭიროა ქველმოქმედება ჩვენი მოქალაქეებისა და მათი სიცოცხლის დასაცავად. გთხოვთ ჩარიცხეთ რამდენიც შეგიძლიათ უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე, გაიღეთ თანხა უკრაინელების გადასარჩენად და ევროპის მშვიდობისათვის. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს ევროპას," - განაცხადა კიევის მერმა.

დღის ამბები