უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები რამდენიმე საათის შემდეგ დასრულდა. როგორც მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხელ პოდოლიაკმა განაცხადა, განხილვის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იყო, მორიგი რაიუნდი კი უახლოეს დღეებში დაიგეგმა.
"უკრაინულმა და რუსულმა დელეგაციებმა დღეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართეს, რომლის განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იყო.
მხარეებმა განსაზღვრეს ის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა ირგვლივაც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები და იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილებები შესაძლებლობებად იქცეს, მხარეები გაემგზავრებიან საკუთარ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის.
ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება, სადაც დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა კონკრეტული განვითარება მიიღონ," - განაცხადა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ზელენკის მრჩეველმა.