02 სექტემბერი 2026,   09:30
ვრცლად
კახეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

კახეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ აქციას იწყებს - რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეული გამოყოფს ფინანსურ რესურსს უკრაინის დასახმარებლად.

მერიის ადმინისტრაციულ შენობებში დღეიდან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

დღის ამბები