უკრაინაში განვითარებული მოვლენები ბუნდესტაგში განიხილეს. გერმანიის პარლამენტის წევრები აცახდებენ, რომ უკრაინელები დასავლეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ ცრუ დაპირებების საფასურს იხდიან.
"უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის, საკუთარი ხელმძღვანელობის ილუზიებისა და დასავლეთის ცრუ დაპირებების საფასურს იხდის. საბედისწერო შეცდომა იყო უიმედო, შეუსრულებელი დაპირისპირებები უკრაინისადმი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ის ფაქტი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთას რუსეთი არ დაუშვებს, უკვე თითქმის ორი ათეული წელია განხილვის მაგიდაზე დევს. მას შემდეგ უკრაინისთვის გარანტირებული ნეიტრალიტეტის სტატუსის მინიჭების უამრავი შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული, რაც უზრუნველყოფდა, უკრაინა განხეთქილების ვაშლიდან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდად ქცეულიყო." - ამბობს გერმანიის პარლამენტის წევრი, ალის ვაიდელი.