29 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
რას ჰყვებიან უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში გაქცეული დევნილები, რომლებსაც ღამის გათენება -10 გრადუს ყინვაში უწევთ - "კურიერის" გადამღები ჯგუფი პოლონეთიდან

რა ვითარებაა ახლა უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში და რას ჰყვებიან უკრაინიდან მეზობელ სახელმწიფოში გადასული მოქალაქეები - დღითიდღე იზრდება იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან მეზობელ სახელმწიფოებში მიედინება. ყველაზე მეტ თავშესაფრის მაძიებელს პოლონეთი იღებს. უკვე მეორე დღეა "კურიერის" გადამღები ჯგუფი სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მუშაობს.

მატარებლის სადგურები, ავტოსადგურები, უკრაინიდან დევნილები ყველანაირ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის შესაძლებლობა არ არსებობს, საზღვრის კვეთა ფეხით ხორციელდება.

დღეს უკრაინელები ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად გამოვიდნენ უსაფრთხო ტერიტორიაზე იმ პროცესის მიუხედავად, რასაც საკუთარი ქვეყნის და სახლის დატოვება, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრების, შვილების და მშობლების დატოვება ჰქვია. მათ უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად ჩართული ქვეყანა, რომელიც ახლა იღებს დევნილებს უკრაინიდან, არის სწორედ პოლონეთი.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი და მოუწიათ საკუთარი ტერიტორიების დატოვება შეუწყონ ხელი და მაქსიმალურად დააორგანიზონ მათი გადანაწილება დროებით თავშესაფრებში.

"მძიმე დღეები გავიარეთ. მე დღეს გადმოვკვეთე საზღვარი და კრაკოვს ვაფარებ თავს. ჩემი ოჯახი უკრაინაშია, ქმარი, შვილი, მისი ცოლი შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავშესაფარში არიან, ძალიან გვიჭირს და ასე შეუძლებელია. გვინდა მეგობრულად ვიცხოვროთ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ეს წარმოუდგენელია," - აცხადებს უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები