30 აგვისტო 2026,   01:07
ვრცლად
დასავლეთმა არ უნდა შექმნას სამხედრო ობიექტები ალიანსის არაწევრი, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე - ლავროვი საქართველოსა და უკრაინაზე 

კრემლის მიერ უკრიანაში წარმოებულ ომსა და ჩრდილოატლტიკური ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე რუსეთის პირველი დიპლომატი განცხადებას აკეთებს.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა შექმნან სამხედრო ობიექტები ალიანსის არაწევრი, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე. ლავროვმა ასევე ისაუბრა ბირთვულ შეიარაღებაზეც.

"საუბარია უარზე ნატოს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები უნდა გახდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა შექმნან სამხედრო ობიექტები ალიანსის არაწევრი, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე. რუსეთისთვის მიუღებელია, შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგება ევროპაში. დროა ის სახლში დაბრუნდეს. ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება.

ზელენსკის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს, და ეს რისკი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიევმა სახიფათო თამაში წამოიწყო ბირთვული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. რუსეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, იღებს ყველა საჭირო ზომას უკრაინაში ბირთვული იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად," - აცხადებს სერგეი ლავროვი. 

 

 

დღის ამბები