30 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
მსოფლიომ კატეგორიულად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე უკანონო და არაპროვოცირებული თავდასხმა - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეფ ბორელი მადლობას უხდის მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაგმეს რუსეთის ქმედებები და მხარი დაუჭირეს უკრაინას.  

როგორც ბორელი twitter-ის გვერდზე წერს, მსოფლიომ კატეგორიულად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე უკანონო და არაპროვოცირებული თავდასხმა. 

"გადაწყვეტილება ნათელია. მსოფლიომ კატეგორიულად დაგმო რუსეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოზე, უკრაინაზე, უკანონო და არაპროვოცირებული თავდასხმა.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც მას მხარი დაუჭირა და ვისთან ერთად ვდგავართ წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასაცავად," - წერს ჯოზეფ ბორელი

დღის ამბები