30 აგვისტო 2026,   04:28
ვრცლად
"წადი შენს სახლში. დაიცავი რუსულენოვანი ხალხი. ისინი იქაც ბევრნი არიან" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ჯარს მიმართავს

"წადი შენს სახლში, დაიცავი რუსულენოვანი ხალხი​" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ არმიას იმ განცხადებების საპასუხოდ მიმართა, რომლებიც ოფიციალური მოსკოვიდან მოდის.

საუბარია იმ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარი უკრაინაში შეჭრით რუსულენოვან მოსახლებას იცავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთშიც ბევრი რუსულენოვანი ადამიანია დასაცავი, დაახლოებით 150 მილიონი.

"წადი შენს სახლში. დაიცავი რუსულენოვანი ხალხი. მსოფლიოში არა, შენს სახლში დაიცავი. ისინი იქაც ბევრნი არიან: დაახლოებით 150 მილიონი," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები