რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაცია დაიკავეს - ინფორმაციას სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გენადი ლაგუტა საკუთარ Facebook-ზე წერს.
მისი განცხადებით, უკრაინულ ჯარს თავისი მოვალეობის შესრულება არ შეუწყვეტია.
"რაშისტებმა" ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. თუმცა, ჩვენ არ მიგვიტოვებია ჩვენი მოვალეობების შესრულება.
რეგიონალური ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აგრძელებს მუშაობას და სასწრაფო საკითხების გადაჭრას ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით. ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას.
გთხოვთ, არ დაუჯეროთ "ფეიკებს" და პანიკას არ აჰყვეთ," - განაცხადა ლაგუტამ.