კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა, რომ საომარი ოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება.
მოლაპარაკებების გაჭიანურების გზით დროის მოგების მცდელობები კი მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს - რუსეთს კიევთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები გაუჩნდება.
პუტინისა და მაკრონის საუბარი დღეს შედგა. რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს. მეორე რაუნდი, ბელარუსში, ბრესტის რეგიონში შედგება.