ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ერთი ოკუპანტის ზარი მამასთან - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ატირებული რუსი ჯარისკაცი მამას მომხდარის შესახებ უყვება.
ჯარისკაცი მამას რუსული არმიის სასტიკ დამოკიდებულებაზე აწვდის ინფორმაციას, მისი თქმით, ჯარისკაცებს როგორც "საზარბაზნე ხორცს, ისე უშვებენ წინა ხაზზე", არიან მშივრები და იყინებიან. ჯარისკაცი ემოციებს ვერ მალავს და ტირის, რადგან იმ ქეყანის სამხედროები, რომლის წინააღმდეგაც დაუნდობლად იბრძვიან, ტყვეებს მაინც ჰუმანურად ექცევიან.
- ხომ არ გირტყამენ ან რამე?
- არა, არ მირტყამენ.
- და რას გეუბნებიან?
- არ ვიცი... ჩაგვაცვეს, გვაჭამეს ... 4 დღე გავრბოდით, გავიყინეთ. ჩვენს ბიჭებს როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე უშვებენ წინა ხაზზე, კოლონებით უშვებენ, მამა. არავისთვის არ მისვრია, არ მომიკლავს, გეფიცები.
- მესმის, გასაგებია.
- აქ საშინელება ხდება, მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება, ბავშვები კვდებიან.. მე კარგად ვიქნები, არ მცემენ....
დიალოგის შემდეგ, ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო რუსი ჯარისკაცის მამას, ეუბნება რომ მის შვილს არ სცემენ, თუმცა როცა ამის დრო მოვა, მოიქცევიან კანონის შესაბამისად - გადასცემენ სამხედრო ტრიბუნალს, ან მოხდება გადაცვლა ტყვეებს შორის.