27 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა 5 მარტს არ გაიმრთება - გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

პარლამენტის პლენარული სხდომა, პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, ხუთ მარტს არ გაიმართება. პარლამენტის ბიურომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილის მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს არის დაგეგმილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენება ტრადიციულად სასესიო კვირას იმართებოდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არგუმენტი კი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხსენების თარიღი არ უნდა შეცვლილიყო იყო ის, რომ უკრაინაში და მთლიანად რეგიონში მოვლენები სწრაფად იცვლება. რაზეც  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარემ  უპასუხა, რომ არსებობს ანგარიშთან შედარებით გაცილებით აქტუალური მიმდინარე საკითხები, ამასთან შესაძლოა შექმნილიყო კვორუმის პრობლემაც, რადგან პარლამენტარების ნაწილი მივლინებაშია.

"ნაჩქარევად საკითხის გადაწყვეტა არ მგონია სწორი, წლიური ანგარიში მოვისმინოთ პირველივე სხდომაზე. აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე ნებისმიერ ფორმატში ვისაუბროთ პრეზიდენტთან ამის პრობლემა არ გვაქვს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამიტომ მისი მოხსენების მხოლოდ ანგარიშად ჩათვლა არასწორია.

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რა საქმე აქვს უფრო მნიშვნელოვანი საპარლამენტო უმრავლესობას იმასთან შედარებით, ვიდრე პრეზიდენტის მოსმენაა.

სიტუაციის სერიოზულობაზე გაამახვილა ყურადღება ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ

"ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ამ სიტუაციაში იგრძნობა. ყავაზე, ჩაიზე, "პეროჟნებზე", "შაბათს არა მცალია"-ზე ლაპარაკი ამ ვითარებას წარმოაჩენს აბსოლუტურად სხვა კუთხით. სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა ხდება რა შეხვედრები იყო, რა უთხრეს დახურულ კარს მიღმა, რასაკვირველია, გაიაროს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ერთად მოვემზადოთ თუ ეს შევძელით საერთო პოზიციით გამოსვლისათვის," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები