02 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა ევროპაც, ამიტომ გთხოვთ არ დადუმდეთ და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა - ზელენსკიმ მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა

რა საერთო სათქმელი აქვს ომში ჩართულ უკრაინის მთავარსარდალს ევროპის მოსახლეობისთვის - თბილისში მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციას უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა.

თბილისთან ერთად, ვილნიუსი, ფრანკფურტი, პრაღა, ლიონი, ბრატისლავა და ვენა - ევროპის 7 ქალაქში პარალელურად მიმდინარე სოლიდარობის აქციას ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში გაამოეხმაურა.

"ჩვენ მოგესალმებით როგორც ჩვენი ჯარისკაცები ესალმებიან ერთმანეთს. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც იბრძვიან ევროპისთვის, იცავენ საკუთარ სახლებს და ოჯახებს და ჩვეულებრივმა ადამიანებმაც დაიწყეს ამ მისალმების გამოყენება ერთმანეთთან, გადმოიტანეს ჯარისკაცებისგან ეს ჟესტი, ვინაიდან ყველა ჩვენგანი იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ მომენტში. ჩვენ ვიცავთ საკუთარ მიწას რუსული აგრესიისგან.

დღეს ყველა ჩვენგანი ემსახურება საკუთარ სახელმწიფოს. ამ რთულ მომენტში ზოგიერთი ჩვენგანი ემსახურება როგორც ჯარისკაცი, რომელიც იბრძვის წინა ხაზზე, ზოგიერთი ჩვენგანი ემსახურება როგორც ექიმი და ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ვიდგეთ ერთად ბოროტების წინააღმდეგ.

მე მაქვს სულ 3 წუთი იმისათვის, რომ მოგმართოთ და ამ 3 წუთიდან პირველი წუთი მინდა გავატაროთ მდუმარებაში იმ ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, რომლებიც დაეცნენ ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლაში, რომლებიც დაიღუპნენ გმირულად ომში რუსული აგრესიის წინააღმდეგ: პილოტები, ჯარისკაცები, ყველა ის ადამიანი, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას.

მივაგოთ პატივი ამ ადამიანებს ჩვენი დუმილით.

მეორე წუთი მინდა მივუძღვნა ხსოვნას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები, მოზარდები, ათობით მოქალაქე, რომელიც დაიღუპა ამ ომში, რომლებმაც შესწირეს საკუთარი ცხოვრება ჩვენს ქვეყანას. მივაგოთ პატივი ამ ადამიანებსაც ჩვენი დუმილით.

და მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს, რომლებიც არ აძლევთ ევროპას იმის საშუალებას, რომ დადუმდეს და მხარს უჭერთ უკრაინას, მხარს უჭერთ ჩვენს მცდელობას, ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა არ გაუძლებს ამ შეტევას, მაშინ არც ევროპა გაუძლებს; თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა ევროპაც, ამიტომ გთხოვთ, არ დადუმდეთ და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა. გმადლობთ.

და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს იქნება გამარჯვება სრულიად ევროპისთვის; ეს იქნება ჩვენი ოჯახების გამარჯვება; ეს იქნება სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე; და ევროპა იქნება უპრეცენდენტოდ ძლიერი ამ გამარჯვების შედეგად. გაუმარჯოს უკრაინას, დიდება გმირებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები