20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"რადიაციას არ აქვს საზღვრები, განადგურების შესაძლო ზონა მთელი მსოფლიოა" - უკრაინის პრემიერი ატომური ელექტროსადგურების შემოწმებას ითხოვს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ხუთივე ატომური ელექტროსადგურის შემოწმებას ითხოვს.

უკრაინის მთავრობის მეთაურმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ევროკავშირს მიმართა, რათა უზრუნველყონ ქვეყანაში მშვიდობისმყოფელი ჯგუფების ჩასვლა და ბირთვული უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. საოკუპაციო ძალების ხელშია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიც. 

"რადიაციას არ აქვს საზღვრები. განადგურების შესაძლო ზონა მთელი მსოფლიოა. უკვე მერამდენჯერ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ევროკავშირის სახით, რომ უზრუნველყონ ხუთივე ატომურ ელექტროსადგურზე მშვიდობისმყოფელი ჯგუფების ჩამოსვლა, რომელთა შემადგენლობაში იქნებიან ევროკავშირის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობი. ეს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხია," - განაცხადა პრემიერმა შმიგალმა.

ცნობილია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინაში ოკუპანტების მიერ დაკავებული ატომური ელექტროსადგურების შემოწმებას გეგმავს. 

დღის ამბები