29 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
​ქალებს და ბავშვებს სჭირდებათ საკვები, პუტინმა უნდა დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა - ბორელი "მწვანე კორიდორებს" ითხოვს 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ახლა უკრაინაში რჩებიან, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აუცილებელია "მწვანე კორიდორები", რომ წითელმა ჯვარმა შეძლოს უკრაინელების დახმარება, თუმცა ამ დრომდე წითელი ჯვარი ვერ ახერხებს უკრაინაში მუშაობას.

"უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და კიდევ უფრო მეტი იქნება. წითელი ჯვარი ვერ ახერხებს უკრაინაში მუშაობას. ჩვენ გვჭირდება "მწვანე კორიდორები", რომ წითელმა ჯვარმა შეძლოს უკრაინელების დახმარება. მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს სჭირდებათ საკვები, ძირითადი საგნები. პუტინმა უნდა დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.

ევროკავშირი მოწოდებულია, უზრუნველყოს წვდომა ყველასთვის, ვინც ომს გაურბის. ასობით ათასი უკრაინელი უკვე ევროკავშირშია. ევროკავშირის წევრებმა მიმართეს ევროკომისიას, რომ მოხდეს რესურსების მობილიზება მოსაზღვრე ქვეყნების დასახმარებლად. ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის წინააღმდეგ. ეს პუტინის ომია და მხოლოდ პუტინს შეუძლია, დაასრულოს ის. სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა გავაჩეროთ ომი ხვალ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მოვახდინოთ გავლენა რუსული ეკონომიკის დასუსტებაში და ბევრი სხვა მიმართულებით, მაგრამ ნათელია, რომ ამას დრო დასჭირდება," - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

 

 

დღის ამბები