18 ოქტომბერი 2024,   09:17
ვრცლად
ლეიბორისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია შეიტანეს - 8 ათასზე მეტი ხელმომწერი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს 

ლეიბორისტები პეტიციას ამზადებს - პარტია რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდეს მოითხოვს. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია უკვე შეიტანეს. მათი თქმით, პეტიციას 8 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, დღევანდელ რეალობაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში საფრთხის შემცველია და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას პრევენციული ნაბიჯები.

დღის ამბები