18 ოქტომბერი 2024,   10:16
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" კანონიერი გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება - ავთანდილ კუნჭულია

ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, საზოგადოება შეცდომაში ტყუილებით შეიყვანონ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კანონიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობისა"და მისი ქვედანაყოფების ძირითადი მიზანია წინასაარჩევნოდ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ ტყუილით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს "ქართული ოცნება" და სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. "ნაციონალური მოძრაობა" კანონიერი გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ისინი ცდილობენ ძალადობრივი მცდელობით, ნებისმიერ ტყუილის გამოყენებით მოახერხონ და ძალადობრივად ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში", - ავთანდილ კუნჭულიამ.

 

დღის ამბები