18 ოქტომბერი 2024,   09:17
ვრცლად
ომის პარალელურად, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის ისტერიამდე მისული პროპაგანდის და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს - მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინაში რუსეთის ომის წარმოების პარალელურად, ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის მოგერიება უწევთ. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას არც ევროკავშირში გაწევრიანების საერთოეროვნული მიზანი აფერხებს. თუმცა უმედოვნებს, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. 

"ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს! 

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარესაფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან. 

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ. 

არაუშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები