20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
შემტევი მხარე ჩერდება მაშინ, როცა მისი დანაკარგი მიაღწევს 30%-ს, რუსეთს ეს დანაკარგი უკვე აქვს - რას ამბობს გენერალი საოკუპაციო ძალების შეცდომებზე 

ომის მე-10 დღე - რა ოპერატიული ცვლილებებია ერთი ღამის განმავლობაში უკრაინაში გახსნილ ფრონტის ხაზზე -  გენერალი ვახტანგ კაპანაძე "კურიერთან" ბოლო 24 საათში განვითარებული მოქმედებები და არსებული ვითარება შეაჯამა.

გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა, საოკუპაციო ძალებმა კოლოსალური დანაკარგი განიცადა. მისი თქმით, რუსეთს აქვს დანაკარგი როგორც შეიარაღების, ასევე ტექნიკაურ ნაწილში.

როგორც გენერალი განმარტავს, სამხედრო სტრატეგიის თანახმად, შემტევი მხარე აჩერებს შეტევას მას შემდეგ რაც მისი დანაკარგი 30%-ს მიაღწევს, რუსეთმაკი ეს დანაკლისი უკვე მიიღო. 

"კოლოსალური დანაკარგებია რუსეთის მხრივ, ასევე ტექნიკასა და შეიარაღებაშიც აქვს უდიდესი დანაკარგები აქვს. საექსპერტო წრეები თვლიან, რომ ეს არის დაახლოებით 30% იმ შეიარაღებისა, რომელიც იყო მობილიზებული საზღვრებთან," - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გენერალ-მაიორი ამბობს, რომ დანაკარგის ამსახველი ციფრები მუდმივად იცვლება და რუსეთის დანაკარგი ყოველ 15 წუთშიც კი შეიძლება გაიზარდოს.

"ზოგადად რომ ვილაპარაკოთ სტრატეგიულ-ოპერატიულ ტაქტიკურ გათვლებში არის ასეთი მცნება, რომ შემტევი მხარე აჩერებს შეტევას მას შემდეგ, რაც მისი დანაკარგი მიაღწევს 30%-ს. დამცველი მხარე წყვეტს თავდაცვას ან იწყებს უკან დახევას, მაშინ როდესაც მისი დანაკარგი მიაღწევს 50%-ს. ეს არის სუფთა საშტაბო გათვლებისთვის აღებული, თუმცა ეს ყველაფერი ეფუძნება რეალობას, ისტორიულ სტატისტიკას და ა.შ. რუსეთის დანაკარგი ტექნიკაში 30%-ს უკვე აღწევს," - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

 

დღის ამბები