20 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
რატომ დადის დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებებზე კეპიანი ქუდით - მან განმარტება Fox News-თან გააკეთა

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებზე კეპიანი ქუდის ტარებას, კონკრეტული დატვირთვა აქვს და მის გამოყენებას მანამდე განაგრძობს, სანამ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით მშვიდობა არ დამყარდება.

დავიდ არახამიამ უცხოურ მედიასთან ისიც აღნიშნა, რომ ყოველდღიურ, მშვიდობიან ცხოვრებაში კეპს საერთოდ არ ატარებს.

"გადავწყვიტე, რომ ჩვენ გვესაჭიროება რაიმე კრეატიული გადაწყვეტილებები. მშვიდობიან დროს მე ამ კეპკებს არასდროს ვატარებ. თუმცა, ვინაიდან ჩვენ ვალდებულნი ვართ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლები დავიცვათ, გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი კეპი, რათა ვაჩვენო ჩემი ნამდვილი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. არ მივატოვებ კეპკის ტარებას მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მშვიდობა უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით," - განაცხადა დავით არახამიამ.

დღის ამბები