29 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
ერთადერთი ნაწილი, რომლებზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლებსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვს - დავით არახამია

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ განხილვის საკითხებს შორის ჰუმანიტარული საკითხებიც იქნება. მისი თქმით, ერთადერთი ნაწილი, რომლებზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმთან დაკავშირებული რუსეთის მოთხოვნა.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ სწრაფად მივდივართ, რადგან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა. რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაჩვენებთ გარკვეულ პროგრესს. სულ მცირე, ორი ჯგუფი უსმენს ერთმანეთს და აქტიურად განიხილავს სხვადასხვა საკითხებს.

ერთადერთი ნაწილი, რომლებზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომლებსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ ვაღიაროთ დამოუკიდებლად. ეს მიუღებელია უკრაინის საზოგადოებისთვის. ეს პოლიტიკოსებზე არ არის, ეს უკრაინელ ხალხზეა, რომლებიც არასოდეს დაუშვებენ ამას. ეს არის მთავარი გამოწვევა და მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადავლახოთ ეს ბარიერები.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. მხარეთა შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არ არის. მედია დილიდან წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებენ და რამდენიმე ქალაქისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნიან. იმის მიუხედავად, რომ წინა რაუნდზეც შეთანხმდნენ მხარეები მწვანე დერეფნების გახსნაზე, საოკუპაციო ძალებმა ეს არ შეასრულეს. დაბომბილ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებში არის მძიმე ჰუმანიტარული პირობები. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, არ აქვთ საკვები, მაშინ როდესაც მოქალაქეები მსგავსი ქალაქების დატოვებას ცდილობენ, ხშირად საოკუპაციო ძალების თავდასხმის ობიექტი ხდებიან. გუშინ ირპენში ორი ბავშვი ემსხვერპლა. 

დღის ამბები