30 აგვისტო 2026,   18:23
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე იმ ვიდეო მასალებზე იმსჯელებენ, რომლებიც ტელევიზიებიდან ამოიღეს

გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა - დღევანდელ სხდომაზე ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, მათ შორის იმ ვიდეო მასალებზე იმსჯელებენ, რომლებიც ტელევიზიებიდან ამოიღეს და რომლებიც აჩვენებს როგორ ძალადობენ ჟურნალისტებზე. ამ ეპიზოდის ფარგლებში დაზარალებულად არიან ცნობილი "პირველი არხის" ოპერატორი ილია თვალიაშვილი, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი და ოპერატორი ზურა მანაგაძე, ასევე "ფორმულას" ფოტოგრაფი ვახტანგ ქარელი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით მტკიცებულებების გამოქვეყნება არ დამთავრებულა.

"აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად იმსჯელებს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტს," - ამბობს ადვოკატი ანა ჟღენტი.

პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, ბრალდების მხარე დღეს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

"დასრულებამდე გამოვიკვლევთ საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებებს, როგორებიც არის ვიდეოჩანაწერები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები გამოთხოვილი არის სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული არის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, ასევე ის ფაქტი თუ როგორ უშლიან მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს," - ამბობს პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე.

დღის ამბები