27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
უკრაინული არმია მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენს, თუ საჭირო გახდება შურსაც ვიძიებთ - რას ამბობს ზელენსკი მოლაპარაკების მე-3 რაუნდზე

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის მის გუნდთან ერთად რჩება კიევში და არსად დამალვას არ აპირებს. ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის გამბედაობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის.

მისივე ინფორმაციით, გაგრძელდება მოლაპარაკებებიიც, სანამ მშვიდობა არ დამყარდება. უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვის დროს 96 ჯარისკაციც დააჯილდოვა.

"უკვე 12 დღეა, ომი გრძელდება და ჩვენ თავს ვიცავთ. ყველა ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ, და ყველა იქაა, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ და ჩემი გუნდი ჩემთანაა. ჩვენი ჯარისკაცები პოზიციებზე არიან.

ექიმები, მაშველები, დიპლომატები, ჟურნალისტები... ყველა ომში ვართ და წვლილი შეგვაქვს ჩვენს გამარჯვებაში, რომელსაც ნამდვილად მივაღწევთ არმიის, სიტყვის და დიპლომატიის ძალით. ოკუპანტების მიერ დანგრეულ ჩვენს ქალაქებს იმაზე უკეთესად ავაშენებთ, ვიდრე ნებისმიერი ქალაქი რუსეთში. უკრაინული არმია პოზიციებს ინარჩუნებს, ისინი ყოჩაღები არიან, მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ, თავს იცავენ და კონტრშეტევებზე გადადიან. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბოროტებაზე შურსაც ვიძიებთ. თითოეული რაკეტისა და ბომბისთვის, თითოეული განადგურებული ქალაქისთვის.

ჰუმანიტარულ დერეფნებზე შევთანხმდით და როგორც კი ამუშავდა, ამუშავდნენ რუსული ტანკებიც. რუსებმა ააფეთქეს და დანაღმეს გზები, რომლებიც საკვებისა და მედიკამენტების გადასატანად უნდა გამოგვეყენებინა მარიუპოლში ხალისთვის, ბავშვებისთვის. მათ გაანადგურეს ავტობუსები, რომლებსაც ხალხი უნდა გადაეყვანა. ამავე დროს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით პატარა დერეფანი ხსნიან, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის. პროპაგანდისთვის, თავიანთი ტელეკამერებისთვის. ეს უბრალოდ ცინიზმი და პროპაგანდაა.

ბელარუსში მოლაპარაკების მე-3 რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ ჩვენს ერს არ ვეტყვით, რომ მშვიდობა დამყარდა. ყოველდღიური ბრძოლა და თავდაცვა მოლაპარაკებებში უპირატესობას გვანიჭებს. ახლა კი გეტყვით, რომ მე აქ ვრჩები. ვრჩები კიევში, არ ვიმალები, არ მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც ომში გასამარჯვებლად იქნება საჭირო," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები