04 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
განხილვები გაგრძელდება, ევროკავშირს აქვს წესები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საკითხზე 

ევროპამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვა დაიწყო. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ განხილვები გაგრძელდება და ევროკავშირისათვის გაფართოების თემა აქტუალურ საკითხად რჩება.

"განხილვები გაგრძელდება. ევროკავშირს აქვს წესები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის, რა თქმა უნდა რიგში დგანან ბალკანეთის ქვეყნებიც, ასევე განიხილავენ ბალკანეთის საკითხსაც ჩვენი ევროპელი კოლეგები და მომავალი კვირების განმავლობაში, ეს იქნება აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, სადაც საქართველოს და მოლდოვის საკითხი და ასევე, ზოგადად ევროკავშირის გაფართოების თემა," - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვლი.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გაიმართა წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, სადაც ასოცირებული ტრიოს მოთხოვნაზე მსჯელობა გახსნილად ოფიციალურად გამოცხადდა. პარალელური პროცესი მიდის სტრასბურგშიც, სადაც საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრებს მართავს ევროპელ კოლეგებთან.

დღის ამბები