16 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ რეფორმები, მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის - პრემიერი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას - ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

"ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის," - წერს ღარიბაშვილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის დასტური ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებისადმი, შეუერთდეს საქართველო ევროპულ ოჯახს.

"ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების- უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე და განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადები გადაეგზავნოს ევროკომისიას.

ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი უსერიოზულესი ნაბიჯი. ის ფაქტი, რომ ევროკავშირს ასეთი მყისიერი რეაქცია ჰქონდა ასოცირებული ქვეყნების განცხადებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებისადმი შეუერთდეს ევროპულ ოჯახს,"- აცხადებს დავით ზალკანიანი.

უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ევროკომისია განიხილავს. ევროპის ქვეყნების 27 მუდმივი წარმომადგენელი შეთანხმდნენ, მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინოს.

 

დღის ამბები