18 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში - მოქალაქეებმა ავტოკოლონებით ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს

უკრაინის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეებმა ავტოკოლონებით და უკრაინის დროშებით ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ცდილობენ, მათი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით გამოხატონ და განუმარტონ ყველას, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, მის დასასრულებლად კი საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება აუცილებელია.

დღის ამბები