ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საფეხმავლო გზა ჩაინგრა რის გამოც კომპანია "ბათუმის წყლის" მძიმე ტექნიკა ზღვის ნაპირზე ჩავარდა.
ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი შტორმისგან არის დაზიანებული და ამ ტერიტორიაზე სამუშაოები თვეზე მეტია მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.