28 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
რატომ არ მიიღო პენტაგონმა პოლონეთის ავიამოიერიშეები და რატომ იკავებს თავს დასავლეთი უკრაინის მოთხოვნების შესრულებაზე

კიევს სასწრაფოდ ესაჭიროება კონკრეტული ავიაგამანადგურებლები, რომლის მართვაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან. პოლონეთი მზადაა ასეთი სამხედრო ტექნიკა უკრაინას მიაწოდოს, თუმცა არაპირდაპირი გზით. ვარშავა "მიგ-29-ის" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების "რამშტაინის" ამერიკულ ავიაბაზაზე გასაგზავნადაა მზად, რათა ის უკრაინას ვაშინგტონმა გადასცეს. საკუთარი დანაკარგის შევსებას კი, პოლონეთი ამერიკისგან "ეფ-16-ით" ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებით განიხილავს. პენტაგონი ფრთხილობს, პირველადი პასუხი უარყოფითია.

"მიგ-29-ის" ტიპის საბჭოთა ავიამზიდები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო ფლოტში მოიძებნება. კიევი სწორედ ამ ქვეყნებს თხოვდა დახმარებას. პირდაპირი გზით უკრაინისთვის თავდასხმითი იარაღის გადაცემა ვარშავისთვის ზედმეტად გაბედული ნაბიჯია, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე ნათქვამი აქვს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავის მიერ რუსული სამიზნის განადგურება მას კონფლიქტში ჩაბმაში ჩაეთვლება.

"პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ NATO-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში," - აღნიშნეს ვარშავაში ვაშინგტონის პასუხის შემდეგ.

დამატებითი განმარტებები საკუთარ მოთხოვნაზე კიევმა ლონდონშიც გააკეთა. უკრაინის ელჩი ბრიტანეთში ხსნის, თუ რატომაა მათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონკრეტული ავიაგამანდგრუბელბეით დახმარება.

შტატების ევროპული სარდლობა პოლონეთში მალე "პეტრიოტის" ტიპის 2 სარაკეტო კომპლექსს განათავსებს. მეტიც, პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამატებით 500 სამხედროს გზავნის. კიევს გადასცემს მაღალსპეციალიზებულ სამხედრო ტექნიკას კანადა. ომში მყოფი ქვეყანა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების მისაღებად - თუმცა ამაზე ინფორმაციის გასაჯაროებისგან უკრაინის თავდაცვის უწყება თავს იკავებს. ზელენსკი პარტნიორებს აჩქარებისკენ მოუწოდებს.

ცა უკრაინისთვის ახლა ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. ამიტომ პარტნიორებისგან უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას უკვე მერამდენე დღეა ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მოკავშირეებს აქაც სიფრთხოილე ამოძრავებთ, რომ კონფლიქტში ჩართული მხარე არ აღმოჩნდნენ. აღმასრულებლებისგან განსხვავებით, გავლენიანი დიპლომატები და ექსპერტები ამას დაუყოვნებლივ თხოვენ ბაიდენის ადმინისტრაციას. ღია წერილში ვკითხულობთ:

არასაფრენი ზონების გამოცხადებისა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის საკითხში ორპარტიული თანხმობაა სენატში. საინტერესოა იმოქმედებს თუ არა ეს ბაიდენის შემდგომ ნაბიჯებზე. საკითხი უარით არ ამოწურულა, დასავლეთი შესაძლებლობებზე ჯერ ისევ მსჯელობს.

დღის ამბები