რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხს განიხილავენ - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
"კიევი მუდმივად გამოდის წინადადებებით, ზელენსკისა და პუტინის პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ამ წუთებში საკითხს განიხილავენ," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ზელენსკისა და პუტინის პირისპირი შესაძლო შეხვედრის შესახებ მხარეები, სავარაუდოდ, ანტალიაში მიმდინარე შეხვედრაზე იმსჯელებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეთხუთმეტე დღეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს.