ცნობილ რუს ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩს, სეჩინს, დერიპასკას, ლებედევს, მილერს, კოსტინს და ტოკარევს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
აღნიშნული ოლიგარქების ქონება საერთო ჯამში 15 მილიარდი დოლარია. ბრიტანეთის ახალი სანქციებით ყველა მათი აქტივი დიდ ბრიტანეთში გაიყინება. ასევე, მათ ეკრძალებათ ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, რუსული საჰაერო საშუალებითაც.
სანქციის დარღვევის შემთხვევაში. თვითმფრინავის კონფისკაცია შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აბრამოვიჩმა "ჩელისის" გაყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება.