03 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობაზე.

წელს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

დღის ამბები