საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან ვიდეო-კონფერენცია გამართა.
დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა ამერიკის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით.