იმერეთის, გორის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც 60 ტონას აღემატება, ფოთის ტერმინალშია დასაწყობებული. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მომზადება იმისთვის, რომ ტვირთი დღის ბოლოსთვის უკრაინაში გასაგზავნად იყოს მზად.
საუბარია პრემიერის ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო რწმუნებულებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლობით მიმდინარეობდა ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. საუბარია არამალფუჭებად პროდუქტზე, ჰიგიენის ნივთებზე, ტანსაცმელზე, მედიკამენტებზე და ა.შ. პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ფოთის ტერმინალზე ამ წუთებშიც მუშაობენ ფოთის ტერმინალზე.