16 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი: უკრაინული მიმართულებით პოზიტიური ძვრებია

დასავლეთისგან მიღებული ეკონომიკური დარტყმების პასუხად ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამით რუსეთი უფრო გაძლიერდება და ახალ შესაძლებლობებსაც შეიძენს. 

გარდა ამისა, პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებაში პოზიტიური ძვრებია. 

"რა თქმა უნდა არსებობს პრობლემები რომლებიც დღევანდელ მოვლენებს უკავშირდება ეს არის შეზღუდვები და სანქციები, მაგრამ როგორც ადრე უკვე ვთქვით, ისინი ყოველთვის გვიწესებდნენ სანქციებს. ახლა რა თქმა უნდა ეს უფრო მასშტაბურია, დარწმუნებული ვარ რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და პირიქით შევიძენთ უფრო მეტ კომპეტენციას და შესაძლებლობას რომ თავი ვიგრძნოთ უფრო დამოუკიდებლად. საბოლოოდ შედეგი სარგებლის მომტანი იქნება. მე მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინული მიმართულებით თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არის პოზიტიური ძვრები, როგორც ჩვენი მომლაპარაკებლები მეუბნებიან," - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინს კრემლში თავად ეწვია. 

დღის ამბები