06 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს. თეა წულუკიანის შეფასებით ეს ფაქტი შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

მინისტრის თქმით, ქვეყანას უკვე მეორე დოკუმენტი აქვს, რომელიც მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ქართული ჯარის, დაზარალებულებისა და სამოქალაქო პირების სიმართლეს.

"ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი დავა მოუგო. ეს კი, რიგით მეორე დოკუმენტია, რომლეიც კიდევ მეტად გაამყარებს საქართველოს, ქართველების, ჩვენი ჯარისა და დაზარალებულების სამოქალაქო პირების სიმართლეს. დღევანდელი გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ ჩვენ წარმატებით გავუძეხით ამ პროცესს. მახსენდება ის დრო, როდესაც ათასობით მოწმე დაიკითხა ძალიან მოკლე დროში და აქ ძალიან დიდი დამსახურება იყო იუსტიციის სამინისტროს მაშინდელი გუნდის, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მქონდა,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

 

დღის ამბები