წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი ”ქართული ოცნების” ოფისში გროვდება. ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის არამალფუჭებად საკვებ პროდუქტს, სამედიცინო და ჰიგიენის ნივთებს აგროვებენ.
პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების აქციაში მოსახლეობა და ბიზნესსექტორია ჩართული. მსურველებს ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა პარტიის წალენჯიხის ოფისში კვირის ბოლომდე შეუძლიათ, რის შემდეგაც შეგროვილი პროდუქტები უკრაინაში გაიგზავნება.