"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, თითქოს პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე "ქართულმა ოცნებამ" უარი უთხრა, მაგრამ პირადი კონტაქტების გამოყენებით, სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად შეცვალა და უცხოეთის რამდენიმე ქალაქს მაინც ეწვია.
კობახიძის თქმით, თუ ეს სიმართლეა საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია დაურღვევია.
"პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე. "თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა - პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია", - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.