16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქება მოხდა - ჯერჯერობით, უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციის დონე

რუსმა ჯარებმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად საბრძოლო მასალის ნაწილები ააფეთქეს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

აფეთქება სამხედრო სასწავლო ობიექტის ნანგრევებთან მოხდა.

"ენერგოტომმა" განაცხადა, რომ აფეთქების გამო ელექტროსადგურის თანამშრომლებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა ინციდენტის შედეგად რადიაციის დონე.

Energoatom-მა ცოტა ხნის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განუცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური "რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის კონტროლის ქვეშ იყო".

დღის ამბები