01 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ამ დროისთვის აღდგენილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.

გუშინ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ელექტრომომარაგების სისტემა ისევ დაზიანდა. 

აღსანიშნავია, რომ პირველადი დაზიანების შემდეგ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება 13 მარტს აღდგა.

დღის ამბები