16 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
"ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია" - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის დარბაზში

პლენარული სხდომის დაწყებამდე, დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ვიდეომასალა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თეონა აქუბარდიას განცხადებით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სურვილს მოჰყვა, წუხილი გამოეთქვა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დეპუტატ ქალებს წიგნები და ბოთლები ესროლეს. აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი "ხალხის ძალის" დეპუტატმა ისროლა.

"მივიდა პაპუაშვილი იმიტომ, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს. თიკამ უთხრა. რომ გასულიყო იმიტომ, რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა. დაიწყო შემდგომ ჩხუბი, მივიდნენ კაცები, ახლაც მიდის, ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ეს არის დამთავრებული ამბავი, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია. ეს არის ის, რაც უნდათ ამათ ქუჩაში,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები