16 მაისი 2024,   13:17
ვრცლად
ჩვენ ვართ უმცირესობაში, შეუძლიათ, გამოგვაგდონ სხდომიდან - თავში რაღაც მესროლა უკნიდან ვიღაცამ, არ ვიცი, რა საგანი იყო - სალომე სამადაშვილი

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა კამათების ფონზე მიმდინარეობს - დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტის დარბაზიდან გამოაძევეს, კომენტარი დარბაზს გარეთ გააკეთეს და თქვეს, რომ აქციაზე კანონის საწინააღმდეგო განვითარებული მოვლენების გამო განხილვა ბუნებრივად ვერ მოხდებოდა კონსტრუქციულ გარემოში.

"ჩვენ ვართ უმცირესობაში, შეუძლიათ, რომ გამოგვაგდონ სხდომიდან, ვხედავთ, რომ დღეს ძალადობით დაიწყეს. მე თავში რაღაც მესროლა უკნიდან ვიღაცამ, არ ვიცი, რა საგანი იყო. ამ უმრავლესობის შეჩერების რესურსი ოპოზიციას ფიზიკურადაც არ გვაქვს. ასე გვაძევებენ სხდომათა დარბაზიდან. ამ ხალხს მარტო ესმის ხალხის წინააღმდეგობის ენა,“ - აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები